სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით დახუნძლული სასკოლო ცხოვრება ტაბახმელის საჯარო სკოლაში 
24-09-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. მოსწავლე-მასწავლებლებმა, ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად, ახალი გეგმებით, სასწავლო მიზნებითა და მოლოდინებით დაიწყეს. პედაგოგები მოწაფეებს მეტად საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მეტად ნაყოფიერი და წარმატებული იყო გასული, 2023-2024 სასწავლო წელი. 

სკოლაში გაიხსნა ჭადრაკის წრე, როგორც აღნიშნავენ, სოფლის საამაყო შვილის რაულ კახაძის დაფინანსებით. წრემ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. 

სკოლებში ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა შეჯიბრი, ბეღლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ტაბახმელის მოსწავლეებს შორის.

ასევე, გაიხსნა კინო-კლუბი cinedoc ტაბახმელა, კლუბის ფარგლებში სკოლაში მოწვეულები იყვნენ cinedoc სკოლის წარმომადგენლები, მათ ბავშვებს აჩვენეს დოკუმენტური ფილმები.

სკოლა ჩაერთო „ნიკო კეცხოველის პრემია 2024“, სადაც განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. სკოლაში ასევე გასული სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საწრეო მუშაობა. ქართული ენისა და ლიტერატურის წრის „წიგნი ჩემი მეგობარია“  წევრებმა წაიკითხეს სხვადასხვა დასახელების კლასგარეშე ლიტერატურა და გააკეთეს პრეზენტაციები.

მოსწავლეები, გასულ სასწავლო წელს იმყოფებოდნენ სკოლის დაგეგმილ ექსკურსიაზე, დენდროლოგიურ პარკში, გონიოს ციხეზე და ბათუმის დელფინარიუმში.

„მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ რაიონულ და აჭარის სხადასხვა სპორტულ ღონისძიებაში: ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი, ჭადრაკი და სხვა,  სადაც მოიპოვეს არაერთი წარმატება“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც დირექტორის მ/შ მანარი კოჩალიძე აღნიშნავს, სკოლის პედკოლექტივი მზად არის, კვლავ განაგრძოს შემოქმედებითი მუშაობა, განუვითაროს მოსწავლეებს სხვადასხვა უნარ-ჩვევები, რაც ღირსეული მომავალი თაობის აღზრდის საწინდარია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება