სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საზეიმო პირველი ზარი და ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო სივრცე - ორღულის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას ორგანიზებულად შეხვდა
24-09-2024
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ორგანიზებულად შეხვდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წლების განმავლობაში სკოლას არ ჰქონდა კომპიუტერული ტექნიკით გამართული ისტ-ის კაბინეტი. ახლა კი სკოლა ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა. 

„ეს სასწავლო წელი, დავიწყეთ გამართული კომპიუტერული ტექნიკით. სკოლის ისტ-ის კაბინეტში დამონტაჟდა ახალი კომპიუტერები. ასევე, მასწავლებელთა ხელშეწყობის მიზნით, სამასწავლებლოში განთავსდა კომპიუტერი ინტერნეტკავშირით და პრინტერით. სკოლის ადმინისტრაციაც შეივსო ახალი კომპიუტერებით“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ, რომ სკოლა მზადაა უპასუხოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს.

„ასეთი გულისხმიერებისათვის სკოლის თანამშრომლებისგან უღრმესი მადლიერება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. სკოლას აქვს მზაობა უპასუხოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს“,- ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას შეემატა რვა პირველკლასელი. სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაზე მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში. დამრიგებელმა კი მათ განსაკუთრებული მიღება მოუწყო და საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება