სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ღონისძიებით განახლდა 
24-09-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

16 სექტემბერს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. ღონისძიებაზე, თავდაპირველად ყველამ ერთად შეასრულა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, შემდეგ კი სკოლის დირექტორმა -  დონარი აბულაძემ სიტყვა წარმოსთქვა.

მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უსაყვარლეს მოსწავლეებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, პირველკლასელს -  ნუცა თავართქილაძეს საზეიმო ვითარებაში კომპიუტერი გადასცა, ხოლო წლევანდელ აბიტურიენტებს კი წარმატებები უსურვა.

„მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის.

განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელს - ნუცა თავართქილაძეს სასწავლო წლის დაწყებას, რომელმაც პირველად შემოაღო დღეს ჩვენი სკოლის კარი რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე სტუმრად იყო სკოლის კურსდამთავრებული დეა თავართქილაძე, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს და პირველკლასელს დაეხმარა პირველი ზარის დარეკვაში.

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება