სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ღონისძიებით განახლდა 
24-09-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში, 2024-2025 სასწავლო წელი 16 სექტემბერს საზეიმოდ დაიწყო.

ამ მნიშვნელოვან დღეს მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები საზეიმოდ, დიდი სიყვარულით დახვდნენ. მათთვის სკოლის ეზოში, რომელიც ლამაზი ბუშტებით მოირთო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება მეგობრებსა და პედაგოგებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

საზეიმოდ მორთულმა სკოლის გარემომ მათი მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა. 

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა - ნინო ჯალიაშვილმა და მასწავლებლებმა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს!“, – აღინიშნა სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება