| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში განახლდა.
დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვების განწყობაზე იზრუნეს და სკოლა სადღესასწაულოდ მორთეს. ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა კი ბავშვების მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ სასკოლო საზოგადოება დიდი სიყვარულით შეეგება.
სკოლაში ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავენ სწავლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებენ.
„ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლებო, გულითადად გილოცავთ სწავლის დაწყებას - ცოდნის დღეს, განსაკუთრებით თბილად ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს სკოლაში. ეს წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, ახალი მიღწევების, წარმატებების და ახალი მწვერვალების დაპყრობის წელი.
გისურვებთ წარმატებას და ენთუზიაზმის დიდ მარაგს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა