| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექცია და მოსწავლე-მასწავლებლები 2024-2025 სასწავლო წელს დიდი სიხარულითა და შემართებით შეხვდნენ და ერთმანეთის წარმატება გაიზიარეს.
სკოლაში სასწავლო წელი ლუკა კვანჭიანის წარმატებით დაიწყო, რომელიც ორი კვირის წინ მსოფლიოს პრიზიორი გახდა მკლავჭიდში.
წელი წარმატებული იყო წლევანდელი კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც მასწავლებელთა ნდობა სრულად გაამართლეს და 16 სტუდენტი დაეუფლება სასურველ პროფესიას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს.
„ჩემო საყვარელო ბავშვებო, ძვირფასო მშობლებო და ჩემო ღირსეულო კოლეგებო, გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენი წარმატებები წელსაც გარდაუვალია! ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერას საჯარო სკოლა!“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა