სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საგურამოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა
23-09-2024
-
+


დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა იზრუნეს, რომ ბავშვებს ლამაზი გარემო და სადღესასწაულოდ მორთული საკლასო ოთახები დახვედროდათ.

აღნიშნული დღის აღსანიშნავად, სკოლის ეზოში, ზეიმი გაიმართა, სადაც ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ზეიმზე, სკოლის დირექტორმა - ნანა ბედუკაძემ, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, მათ ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს სწავლის დაწყება ასევე მიულოცეს სასულიერო პირებმა და მასწავლებლებმა. წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, პირველკლასელებს კი საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ბუკები.

სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება ულოცავს მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება