| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალ 2024-2025 სასწავლო წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლის შენობა სადღესასწაულოდ მოირთო, რამაც მოსწავლეების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. სკოლის ეზოში, ასევე შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„სკოლა ცოდნის ტაძარია. ჩვენი სკოლის ტაძარი, დღეს დიდი სიყვარულით შეხვდა ახალ სასწავლო წელს, ენთუზიაზმით, დიდი იმედებითა და მოლოდინებით“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დაუვიწყარი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. პირველკლასელების განწყობასა და მოტივაციაზე სასკოლო საზოგადოებამ იზრუნა - მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო.
„ჩვენი სკოლა სიყვარულით შეეგება უსაყვარლეს მოსწავლეებს, მზესავით ლამაზ პირველკლასელებს, მათი მომღიმარი, ბედნიერი სახეები, გარანტიაა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალის!
ჩვენ მზად ვართ მათ სრულყოფილი ცოდნის შესაძენად, მუხლჩაუხრელად ვიშრომოთ, რათა მათ ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა, დიდი სიყვარულით ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას სრულიად საქართველოს.
„წარმატებებს გისურვებთ. უფალი გფარავდეთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა