სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
23-09-2024
-
+


საზეიმოდ მორთული სკოლის ეზო, წითელი ხალიჩა, ბუშტებით გაფორმებული საკლასო ოთახები და დიდი ჟრიამული - ასე დაიწყო ახალი სასწავლო წელი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში. 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კარი, წელს 38-მა პირველკლასელმა შეაღო, წითელ ხალიჩაზე საზეიმოდ გავლის შემდეგ, ახალწვეულები დამრიგებლებს გაეცნენ, რომლებიც წიგნიერების დიდი სამყაროში მათ მეგზურებად იქცნენ. 

2024-2025 სასწავლო წელს გაიხსნა: წმ.ეფრემ ასურის სახელობის 1-ელი ა კლასი, რომლის დამრიგებელი რუსუდან თეთრაძეა და მთავარანგელოზების სახელობის 1-ელი ბ კლასი, რომელსაც დამრიგებელი - მერი თამაზაშვილი ხელმძღვანელობს. 

აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის პირველი დღის ღონისძიებას მეუფე ეფრემი დაესწრო, მან მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წინსვლა უსურვა. 

„საოცარი დღე იყო, სიხარულითა მადლით სავსე! ღმერთო, გვიმრავლე სიხარული! წელს, ჩვენი სკოლის კარი 38 პირველკლასელმა შემოაღო - ეს უდიდესი სიხარული და პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. მადლობა უფალს და მადლობა თქვენ ძვირფასო მშობლებო! პირველი დღე სკოლაში! პირველად მიუსხდნენ მერხებს!“, - ასე აფასებენ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება