სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარმატებები ახალ თავგადასავლებსა და საინტერესო აღმოჩენებში!“-დირექტორის ემოციური მიმართვა და სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ქვიტირის საჯარო სკოლაში
23-09-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით, ენერგიულად და ემოციურად დაიყო. 

შთამბეჭდავი იყო მოსწავლეების მიერ წარდგენილი შემოქმედებითი ნომრები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველი და მეთორმეტე კლასელების მიერ დადგმული პერფორმანსი. 

დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა დირექტორის - ალექსანდრე ნიქაბაძის მილოცვამ და სამოტივაციო მიმართვამ:  

„გილოცავთ სწავლის ახალი ეტაპის დაწყებას! ეს მომენტი წარმოადგენს ახალ შესაძლებლობებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშე უამრავი კარი გაიხსნება. სწავლა არის ადამიანის სუვერენული უფლება, რაც მას ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესად აქცევს. გიყვარდეთ ცოდნა, ყოველი დახარჯული  დრო და ენერგია ამ შესაძლებლობების გამომუშავებაში თქვენი მომავლისთვის ყველაზე საუკეთესო ინვესტიციაა. სწავლის პროცესში წარმატების მიღწევა საჭიროებს არა მხოლოდ შრომას, არამედ სულიერ ძალას, რის შედეგადაც შესაძლებელია  თქვენი მიზნების მიღწევა. წარმატებებს გისურვებთ ახალ თავგადასავლებსა და საინტერესო აღმოჩენებში!“. 

დირექტორთან ერთად, მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს: წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა, დირექტორის მოადგილე მიმოზა ჩოგოვაძემ, ქვიტირის თემის რწმუნებულმა - ვლადიმერ ჭეიშვილმა და მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულმა - კახაბერ ჩაკვეტაძემ.

მათ მოსწავლეებს უსურვებს კონკურენტუნარიანი განათლების მიღებისკენ სწრაფვა, ცოდნის, უნარების და ღირებულებების სწორად ფორმირება, სოციო-ემოციური მდგრადობა და სხვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება