| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელების საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებამ მხიარულ ვითარებაში ჩაიარა.
სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა ბავშვებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე, მათთვის ახალი და საინტერესო თავგადასავალების დასწყისი. ახალი და დიდი წარმატებები უსურვეს.
სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ, შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„დღეს პირველად შეაბიჯეთ ცოდნის საოცარ სამყაროში. გისურვებთ, რომ ყოველ დღე ახალი აღმოჩენებით იყოს სავსე და ყოველი წუთი სიამოვნებას განიჭებდეთ სწავლის პროცესში. თქვენ ჩვენი მომავალი ხართ. გისურვებთ, სკოლის კედლებში შეძენილი ცოდნა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში, დიდი მიზნების განხორციელებაში დაგეხმაროთ“,- აღნიშნა დირექტორმა.
პირველკლასელებთან ერთად სხვადასხვა ტიპის აქტივობები გამართეს კლასის დამრიგებლებმა: ნინი კანტიძემ და მარიამ ჭიტაძემ.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სკოლის ფოლკლორულმა ანსაბლმა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა