| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული სიხარულით და ამაღლებული განწყობით აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთდროულად იზეიმეს სასწავლო პროცესის განახლება და ქართული სკოლის გახსნის 20 წლისთავი.
მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა სკოლის ახალმა დირექტორმა ნანა დვალიძემ.
მანვე დამსწრე საზოგადოებას გააცნო სკოლის მისია და სამომავლო ამოცანები, სკოლის წინაშე არსებული გამოწვევები.
საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ სკოლის წარმატებული მოსწავლეები. მადლობის სიგელები კი გადაეცათ სკოლის უხუცეს თანამშრომელს - დარაჯ ლაზარე პასენოვს, ამ სკოლაში მომუშავე პირველ ქართველ მასწავლებელს - ნინო ბერიძეს, ქართული სკოლის გახსნის ერთ-ერთ ორგანიზატორსა და ინიციატორს - ოთარ შაინიძეს, პირველ ქართველ დირექტორს - ოთარ ხარაბაძეს.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი დიდი შემართებითა და მონდომებით განაახლეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა