სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კიწიის, ტალერისა და სალხინოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში განახლდა 
20-09-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის, ტალერისა და ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლებში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

ეს მნიშვნელოვანი დღე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა - თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან ერთად, კიწიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს მიულოცა. მათ მოსწავლე-მასწავლებლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ კიწიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში განაახლეს.

როგორც გვიყვებიან, სკოლას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

დიდი ზეიმი იყო ასევე სალხინოსა და ტალერის საჯარო სკოლებში. აღნიშული სკოლების პირველკლასელებს ტალერის მკვიდრმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, მათემატიკოსმა -  ივლიანე ნაჭყებიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან ერთად, საჩუქრად წიგნები გადასცა.

ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.

ეს დღე ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება