სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულმა გარემომ მოგვიტანა ის შედეგი, რომლითაც ასე ვამაყობთ დღეს“- აბისის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა
20-09-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლამ გაიარა ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე.

სკოლაში ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა ახარებთ. სკოლის დირექტორი ლეილა თეთრუაშვილი სასკოლო საზოგადოებას ავტორიზაციის მოპოვებას ულოცავს. 

„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლამ მიიღო ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე, გილოცავთ კოლეგებო!

ერთობას დიდი ძალა აქვს! ნებისმიერი პრობლემა მარტივად გადაილახება, სადაც სიყვარული, ერათმანეთის პატივისცემა და თანამშრომლობაა. სკოლის წარმატება ნიშნავს სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, წარმატებულ მასწავლებელს, სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ კმაყოფილ მშობელს. ჩემი კოლექტივი ყოველთვის ზრუნავს იმისთვის რომ სკოლაში იყოს მეგობრული, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ჩვენ უპირობოდ გვიყვარს ჩვენი პროფესია. სწორედ საქმისადმი სიყვარულმა მოგვიყვანა დღემდე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულმა გარემომ მოგვიტანა ის შედეგი, რომლითაც ასე ვამაყობთ დღეს.

ჩემს კოლექტივს ვუსურვებ მუდმივ პროფესიულ ზრდას და ყველაზე დიდი ჯილდოს-

მოსწავლეების მშობლების სიყვარულსა და პატივისცემას.

ბედნიერებმა შენებაშია და არა „აშენებულით ტკბობაში“. მე თქვენთან ერთად კიდევ ბევრ მიზანს დავისახავ ჩვენი სკოლის კიდევ უფრო მეტად წარმოსაჩენად.

მიყვარხართ, კოლეგებო, მიყვარს თქვენი გულანთებული შემართება მიზნის მისაღწევად.

მადლობა ყველას ექსპერტს, ვინც ჩემი კოლეგების დღევანდელ სიხარულში მონაწილეობა მიიღო.

კიდევ ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი! მაშ ასე, წინ მომავლისაკენ!“,- ვკითხულობთ დირექტორის წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება