სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ორიენტირებულები ვართ თითოეული მოსწავლის წარმატებაზე“ - ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო
19-09-2024
-
+


ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკალსელებს სკოლაში დიდი სიყვარულით შეეგებნენ.

სკოლაში, პირველკლასელთათვის ღონისძიება გაიმართა. წელს სკოლას 44 პირველკლასელი ჰყავს. მათ დირექტორმა - გაიანე კარახანიანმა სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა გამორჩეულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით. 2023-2024 სასწავლო წელი სკოლისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო; წელს 16 კურსდამთავრებული წარმატებით ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ხოლო 8 კურსდამთავრებულმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა.   

მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ პროექტული სწავლების კონკურსში, სკოლის მასწავლებელმა - თაქუშ სარგისიანმა გაიმარჯვა და ფულადი ჯილდო გადაეცა მუნიციპალიტეტის მერიისგან.

აღსანიშნავია ასევე, რომ სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა პედაგოგ რუზანნა ერემიანის ხელმძღვანელობით, ლიდერი სკოლის სტატუსი მოიპოვა და სამოქალაქო განათლების პროგრამისგან საჩუქრად ტექნიკა გადაეცა. 

სკოლას კონკურსის წესით შერჩეული, მაღალკვალიფიციური დირექტორი გაიანე კარახანიანი ხელმძღვანელობს. 

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ თითოეული მოსწავლის წარმატებაზე, რითიც წვლილი შეგვაქვს სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღ განვითარებაში“ - აღნიშნა დირექტორმა - გაიანე კარახანიანმა პირვლკლასელთა საზეიმოდ მიღების ცერემონიაზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება