სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარმატებებით გაგვევლოს 2024-2025 სასწავლო წელი“ - პატრიკეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო კოღუაშვილმა სასწავლო წლის დაწყება ყველას მიულოცა
19-09-2024
-
+


გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვანი დეკორაციითა და ბუშტებით იყო მორთული. ამ ყველაფერმა კი, პატარების განწყობა უფრო აამაღლა. 

მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ნინო კოღუაშვილმა მიმართა და საუკეთესო სურვილები არ დაიშურა. 

„დირექცია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის.

განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც წელს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარს, რათა სრულყოფილი ცოდნა მიიღონ. შემდეგ კი, საქართველოს ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ.

ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, გისურვებთ: მონდომებას, სიბეჯითეს, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და ბევრ წარმატებას!

გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას დავძლევთ!

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი საქმიანობით წარმატებებით გაგვევლოს 2024-2025 სასწავლო წელი“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნინო კოღუაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება