| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და შემართებით დაიწყო.
მოსწავლეები მონატრებულ სკოლაში დიდი სიხარულით, ყვავილებით ხელდამშვენებულები მივიდნენ. მათთვის სადღესასწაულო განწყობის გაღვივებაზე კი სკოლის დირექტორმა - ლელა თევზაძემ და მასწავლებებმა იზრუნეს.
ისინი მოსწავლეების დასახვედრად მოემზადნენ, საკლასო ოთახები მორთეს, შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და სასკოლო სივრცე ბუშტებით „გააფერადეს“.
სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა მიულოცა.
„ვულოცავ ჩვენს მომავალ თაობას ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ წარმატებულ, აქტიურ სასწავლო წელს! ასეთ ლაღები, ღიმილიანები და ხალისიანები უნდა იყოთ ყოველთვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ლელა თევზაძე.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული სიხარულით შეეგებნენ პირველი კლასის მოსწავლეებს, მათ სასკოლო ცხოვრებაში დამრიგებელი - ეკა შენგელია შეუძღვა და ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა.
„გილოცავთ, ჩემო მერცხლებო, ჩვენ მზად ვართ თქვენს დასაფრთიანებლად, მრავალფეროვან და ხალისიან სასკოლო ცხოვრებას გპირდებით“,- წერს ეკა შენგელია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა