სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნის განახლების დღესასწაული მატნის N2 საჯარო სკოლაში 
19-09-2024
-
+


ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

გაიმართა მოსწავლეთა მისაღები ღონისძიება. ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და სასწავლო პროცესის განახლება იზეიმეს. 

პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. მათ სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დირექტორმა - ლეილა ბათურიშვილმა და პედაგოგებმა დიდი სიყვარულით დაულოცეს. 

„ცოდნის განახლების დღესასწაული გაიმართა ჩვენს სასკოლო სივრცეში! ცოდნა ძალაა და წარმატებული  მომავლის საწინდარია !ახალ საწავლო წელს ახალი ენთუზიაზმით და შემართებით ვიწყებთ ჩვენი სასკოლო საზოგადოების სახელით, გილოცავთ, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას მეგობრებო!“,- აღნიშნავს დირექტორი - ლეილა ბათურიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მატნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნად გამართული ღონისძიებაც. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება