სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი და საპატიო სტუმრები - კინჩხის საჯარო სკოლაში სწავლა ზარ-ზეიმით განახლდა
18-09-2024
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

როგორც მაღალმთიან და მცირეკონტიგენტიან სკოლაში გვიყვებიან, იქ 16 სექტემბერს განსაკუთრებული განწყობა და ემოციები იგრძნობოდა, რადგან საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს.

მოსწავლეები ყვავილებითა და ღიმილიანი სახეებით შეეგებნენ სტუმრებს: ხონის მერს - ლადო ჯურხაძეს, რესერსცენტრის უფროსს - ჯულიეტა ქობალიას და რესურსცენტრის რამდენიმე თანამშრომელს.

სკოლაში გვიყვებიან, რომ თბილ ვითარებაში ჩატარდა „გულახდილი ინტერვიუ“, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა რამდენიმე კითხვას უპასუხეს და თავიან ოცნებებსა და გეგმებზე ისაუბრეს. ამის შემდეგ მოსწავლეებს ფერად ლენტებში შეფუთული წიგნები და საჩუქრები - სასკოლო ნივთების ნაკრები გადაეცათ. 

„სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო დიდ სამასწავლებლოში შეკრებილი ბავშვებისათვის, პედაგოგებისათვის, მშობლებისათვის, გამგეობის წევრებისათვის, სკოლის კურსდამთავრებულებისათვისა და თემის წარმომადგენლებისათვის სტუმრების გულწრფელი მილოცვა, რაც ყველასათვის უკეთეს შედეგებზე გასვლის დამატებითი მოტივაცია გახდა.

საზეიმოდ დარეკილი ზარის შემდეგ, დაიწყო სასწავლო პროცესი. დაე, ეს წელი წარმატებული იყოს ყველასათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება