| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი და მათ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამის საუკეთესო დასტური მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა მიღწევებია. გასულ სასწავლო წელს სკოლა ოქროს მედალზე ეთუნა ბარამიძემ და ანანო გუდავაძემ დაასრულეს. ერთი მათგანი - ეთუნა ბარამიძე უნივერსიტეტში 50%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხა.
ისინი ოზურგეთში, წვერმაღალას პარკში გამართულ წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების წახალისების მუნიციპალური პროგრამით, 102 ოქროსმედალოსანი, ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები და საჯარო სკოლები, მუნიციაპლიტეტის მერმა - ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან - ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე - დავით დარჩიასთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - ქეთევან მოისწრაფეშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ - ლალი სიჭინავასთან ერთად დააჯილდოვა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა