| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ამ დღეს ასევე მოსწავლეებმა ფლეშმობი მოაწყვეს და იქ მყოფი საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც სკოლაში სიხარულით შეეგებნენ.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ წელს უსურვებს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს არის ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების დასაწყისი, რომელსაც მოუთმენლად ველოდით.
განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს პატარა პირველკლასელებს – თქვენთვის განსაკუთრებული დღეა! ახლა იწყება თქვენი დიდი და საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობა, რომელიც სავსე იქნება ახალი ცოდნით, მეგობრობითა და აღმოჩენებით.
გისურვებთ წარმატებებსა და სიხარულით სავსე სასწავლო წელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა