სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე  იოანე ჩიხლაძე კალათბურთის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
18-09-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ყოველთვის დიდი სიხარულით გვიზიარებს მოსწავლეთა მიღწევებსა და წარმატებებს.

ამჯერად, სკოლაში VII ვ კლასის მოსწავლის იოანე ჩიხლაძის სპორტული წარმატებით ხარობენ. 

მე-7 კლასელი ქუთაისის მერიის ორგანიზებულ გელა დარსაძის სახელობის კალათბურთის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს (ნომინაცია „მცველი და მსროლელი“). მას ამ მნიშვნელოვან პრიზთან ერთად შესაბამისი მედალიც გადაეცა.

მონაწილე გუნდებს შორის შეხვედრები სპორტის სასახლეში 15-დან 17 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ტურნირში მონაწილეობდნენ 13 წლამდე ასაკის ვაჟთა საკალათბურთო კლუბები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე, ყაზახეთისა და ესტონეთის ქვეყნებიდან.

სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს უსურვებენ.

კლასის დამრიგებელი და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი პაატა ქარქაშაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება