სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო
18-09-2024
-
+


ქალაქ წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში ჩვეული ენერგიულობით, ხალისითა და ენთუზიაზმით დაირეკა სასწავლო წლის პირველი ზარი. 

გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელმაც მთელი სასკოლო საზოგადოება გააერთიანა. 

მოსწავლეებით, მათი მშობლებით, პედაგოგებით და სტუმრებით სავსე სკოლის ეზოში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. საზეიმო პროგრამა მრავალფეროვან ნომრებს მოიცავდა: ერთმანეთს ცვლიდა მისასალმებელი სიტყვა, ლექსი, სიმღერა და ცეკვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები განაკუთრებული სიყვარულით მიესალმნენ პირველკლასელებს და მათ სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს. 

სიტყვა წარმოთქვეს სკოლის დირექტორმა - ქეთევან როყუამ, სასწავლო ნაწილის გამგე ცირა გეგუჩაძემ, პირველი კლასის პედაგოგმა - მაია ჩაკვეტაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა - რიმა მარგიანმა, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა - ნათია ჩაკვეტაძემ.

სკოლის მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და დალოცა გელათის მონასტრის დეკანოზმა მამა იოანემ (ნუგზარ იოსელიანი). 

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებს, ტრადიციულად, ხარისხიან განათლებასა და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს ჰპირდება. 

„მე-3 საჯარო სკოლა მზად არის მაღალ დონეზე შეუდგეს სასწავლო-სააღმზრდელო საქნიანობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და სასწავლო წლის დაწყებას მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება