სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნის ზეიმი და მოსწავლეთა ჟრიამულით ახმაურებული სკოლის კედლები  - წყემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
18-09-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ყოველთვის განსაკუთრებულია. წელსაც მონატრებული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს.

სკოლაში, ლამაზი და ემოციური ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ახმაურდა და ბედნიერი, ხალისიანი გახდა ჩვენი სკოლის „ცოდნის ტაძარი“. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნეს „ცოდნის ზეიმი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომელთათვისაც სკოლის ზარი პირველად დაირეკა. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, რამაც კიდევ უფრო გაახარა ისინი.

„თავისი სინაზითა და სინარნარით, სიმორცხვით გაგვიხალისეს სკოლა პირველკლასელებმა. წარმატებები მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება ყველას მოსწავლეს ულოცავს ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება