სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა 
18-09-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლაში ემოციური, დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი იყო პირველკლასელებისთვის, რომლთაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად გაფორმდა, რამაც მათ განწყობა აუმაღლა.

„მშვიდობით ტკბილო ზაფხულო, ზღაპრულო თავისუფლებავ და მხიარულო არდადეგებო! 

ბუდეს დაუბრუნდნენ ჩვენი ჭიკჭიკა მერცხლები - უფრო გაზრდილები, გაკაჟებულები და ბედნიერები. მოვიდნენ თვალებგაბწყინებული და გაოცებული პირველკლასელები, რომლებსაც მერხებზე დახვდათ საჩუქრები - კომპიუტერები, სკოლის გადაცემული წიგნები და სასწავლო ნივთები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებს სწავლის დაწყება საპატიო სტუმარმა - თემის დეპუტატმა, ლაშა თოლორდავამ მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სკოლის დირექტორმა - თენგიზ ოსეფაიშვილმა კი სიგელები გადასცა წარჩინებულ მოსწავლეებს, რესპუბლიკურ ღონისძიებებში გამარჯვებულებს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება.

„ყველას ახარებდა ერთმანეთის ნახვა, სითბო, სიყვარული და უსაზღვრო მონატრება აერთიანებდათ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ყველა თანამშრომელს

წინ საინტერესო, ცოდნის მომცემი და ხალისიანი სასწავლო წელი გველოდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ერკეთის საჯარო სკოლა გულითადად ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა სასწავლო - სააღმზრდელო კერას და სასწავლო პროცესის ყველა მონაწილეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება