სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო 
18-09-2024
-
+


16 სექტემბერს, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის პირველ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში „ცოდნის ზეიმი“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა სიტყვით წარდგა, ახალი სასწავლო წლის დაწყება ეზოში შეკრებილ პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა. მან მიმოიხილა გასული სასწავლო წლის შედეგები, ისაუბრა ახალ გამოწვევებზე. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები ნინო არდია და გვანცა გერგედავა, მე-11 კლასის მოსწავლე ანასტასია მიქავა. მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თანატოლებს. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მე-4 კლასის მოსწავლეები. მათ იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებაზე წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, პირველკლასელებს კი საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ბუკები.

ღონისძიების დასასრულს სკოლის ეზოში აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა დროშა.

ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება