სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამ სიმღერით ყველა ერთად ავმღერდებით!“ - ქუთაისის N4 სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წლის დაწყებას შთამბეჭდავი ვიდეოკლიპი მიუძღვნეს
18-09-2024
-
+


ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი, სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა უკვე მესამე წელია სასწავლო პროცესს ალტერნატიულ ფართში იწყებს, დირექცია და პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნან და სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულად უქციონ. 

„სკოლა სასწავლო პროცესს, უკვე მესამე წელია, შენობის გაჭიანურებული მშენებლობის გამო, ალტერნატულ ფართში ხვდება, რაც მრავალ პრობლემას იწვევს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, აღნიშნავს, რომ მასწავლებლის პროფესია ითხოვს, მომავლის რწმენის, ოცნების, მიზნის ასრულებაში დავეხმაროთ თაობებს. სკოლა, სრული შემადგენლობით, მუდამ დგას ქვეყნის ინტერესების დაცვის, სკოლის მექომაგეთა სამსახურში“

ეს ამ მნიშვნელოვან დღესაც გამოიკვეთა. 

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, შეიქმნა მუსიკალური ვიდეორგოლი. სიმღერის ტექსტის ავტორი ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან კვიმსაძე იყო, მუსიკის ავტორი კი კომპოზიტორი ნუკრი კარკაძე გახლდათ.

„მისი პრეზენტაცია გაიმართა კაფე „გლიცინიაში“. მასპინძლებმა, ნათია ფურცელაძემ და გიორგი ცაავამ, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს საოცარი გარემო შესთავაზეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა გზავნილი გახლდათ - ამ სიმღერით ყველა ერთად ავმღერდებით!

სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ნაყოფიერ, წარმატებულ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება