სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საციხურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
18-09-2024
-
+


16 სექტემბერს, სრულიად საქართველოს საჯარო სკოლებში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო, პირველი ზარი დაირეკა და ცოდნის ზეიმი გაიმართა. მათ შორის ახალი სასწავლო წლის დაწყებას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლა საზეიმოდ შეხვდა.

სკოლაში ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და ერთად აღნიშნეს სწავლის დაწყება.

ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი ლეილა ბერიძე გახლდათ.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ სკოლაში დიდი სიყვარულით შეეგებნენ.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს.

„გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, გამოწვევების დაძლევის და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. 

განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს,  რომლებმაც პირველად შემოაღეს სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ასევე უდიდეს მადლობას უხდის ბუნებისმეტყველების მასწავლებელს - ლეილა ბერიძე საზეიმო ღონისძიების ორგანიზებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება