| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელებისთვის, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს „ცოდნის ტაძარში“, რასაც სკოლა ჰქვია.
პატარებმა სკოლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საყვარელი მასწავლებლები გაიცნეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა - მაკარ ისაკიძემ და პედაგოგებმა თითოეულ მოსწავლეს მიულოცეს და წარმატება უსურვეს მათ.
„გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ნაყოფიერ, წარმატებულ და აღმოჩენებით სავსე წელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა