სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინ გელით სიურპრიზებით, სიახლეებით სავსე სასწავლო წელი“- თბილისის N94 სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
17-09-2024
-
+


ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს. 

პედაგოგები თითოეულ მოსწავლეს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ, ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. 

საქართველოს დროშის აღმართვისა და ეროვნული ჰიმნის გაჟღერების შემდეგ, სასწავლო პროცესიც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული მონდომებით იმ პატარების დასახვედრად მოემზადნენ, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. პირველკლასელებს კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ. 

სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულცავენ. 

„აი, დადგა ნანატრი სასწავლო წლის პირველი დღეც! 

ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, მშობლებო, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებო, გილოცავთ!

ყველას გისურვებთ ლაღ, საინტერესო,  წარმატებულ და ნაყოფიერ სასკოლო ცხოვრებას! წინ გელით სიურპრიზებით, სიახლეებით სავსე 2024-2025 სასწავლო წელი! განსაკუთრებული სიყვარულითა და სიხარულით ვესალმებით ჩვენს პირველკლასელებს! 

გვინდა, რომ მათთვის თბილისის N94 საჯარო სკოლა იყოს სამყარო, სადაც ისინი შეიძენენ როგორც ცოდნასა და საჭირო უნარებს, ასევე მეგობრებს, თანატოლების და მასწავლებლების სახით. მათთან ერთად იმოგზაურებენ ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლების სამყაროში. 

ბედნიერი იყოს მათი პირველი ნაბიჯები ჩვენს სკოლაში!

ვეფერებით მეთორმეტეკლასელებს და წარმატებასა და სიხარულით სავსე წლებს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება