| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ქეთევან ღოღობერიძე გარდაიცვალა.
ამაგდარი მასწავლებელი სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურას ასწავლიდა და არაერთი განათლებული და ღირსეული თაობა აღუზარდა ქვეყანას. მისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან.
„მასწავლებელი, მოძღვართ-მოძღვარი, რომელიც თაობებს სიყვარულს, სიკეთესა და ქართული სიტყვის მადლს აზიარებდა, ჩვენი გულმოწყალე ქეთო მასწავლებელი დააკლდა სოფელს, სკოლასა და ოჯახს და იმერში დაივანა, დიდი ტკივილია სკოლისთვის, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
„თუ სიცოცხლეში შეასრულე შენი მისია, მაშინ სიკვდილი უკვდავების დასაწყისია!“.
ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ ვუსამძიმრებთ ოჯახს, სკოლის პედაგოგებს, კურსდამთავრებულებსა და მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა