| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებდნენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევდნენ.
მათ შორის სკოლის მე-8გ კლასის მოსწავლეებმა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ წარმატებით იასპარეზეს, ჯილდოდ კი აბასთუმანში ექსპედიცია დაიმსახურეს.
„ტვინების ბრძოლის საპრიზო“ კატეგორიების წარმატებული მონაწილეები დაბა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას სტუმრობდნენ, მათთვის საინტერესო ექსკურსია მოეწყო.
სკოლაში მე-8 კლასელებს წარმატებას ულოცავენ, ექსპედიციის ორგანიზატორებს კი საინტერესო გამოცდილებისთვის მადლობას უხდიან.
„სკოლა ულოცავს მე-8გ კლასის მოსწავლეებს და კლასის დამრიგებელ ლელა ვაშაყმაძეს, ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილის მოპოვებას. მადლობა ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა