სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების საკუთარ ქვეყანაში რეალიზება“ - თამილა  მეგრელი, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი
11-07-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის დირექტორ თამილა  მეგრელისთვის სკოლის წარმატება ქვეყნის წინსვლის საწინდარია, ამიტომ სამშობლოს საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება. მისი თქმით, სიყვარულითა და მონდომებით გაკეთებული საქმე ყოველთვის წარმატების საწინდარია, ამ მიდგომით კი მოწოდებულია საქართველოს ერუდირებული მოქალაქეები აღუზარდოს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ კუსდამთავრებულებს და ქვეყნის წინსვლას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „ადამიანებო გიყვარდეთ ერთმანეთი“ - სიყვარულითა და მონდომებით გაკეთებული საქმე ყოველთვის კარგი შედეგით მთავრდება

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- არ შეშინდნენ, ნუ დაიბნევიან, ყურადღებით წაიკითხონ პირობა და ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები!

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება და საკუთარი შესაძლებლობების საკუთარ ქვეყანაში რეალიზება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს..

- მიიღო ის ისეთი, როგორიც არის და მასთან ერთად იზრუნო შემდგომი განვითარებისთვის, რაც მას სრულყოფილ მოქალაქედ აქცევს

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ასაკის შესაბამისად სხვადასხვა წიგნები არსებობს მე კარგ დასვენებას ვურჩევდი, სახალისოდ, რომ განიტვირთონ სასკოლო ცხოვრების რუტინისგან.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მეცხოვროს გაბრწყინებულ აღორძინებულ ქვეყანაში სადაც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით იცხოვრებს ერი და ბერი და ლუკმის საშოვნელად არავის სჭირდებოდეს ქვეყნის დატოვება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება