TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვთვლი, რომ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა მოსწავლეთა სიყვარულის დამსახურებაა“ - ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი მიხეილ სართანია
03-07-2024
-
+


ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი მიხეილ სართანია საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული მიზანსწრაფული ხელმძღვანელია. გამოწვევებს არ უშინდება, ბევრს შრომობს და მიზანსაც აღწევს. თვლის, რომ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა. მოწაფეთა სიყვარული აბედნიერებს და აძლევს მოტივაციას ღირსეულად ემსახუროს მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ძველი ხიბულის სკოლის დირექტორი მიხეილ სართანია პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- როდესაც სკოლაში არის უსაფრთხო გარემო, მოსწავლეებს აქვთ მაღალი შედეგი გამოცდებზე და სკოლას ჰყავს პროფესიონალი მასწავლებლები - მაშინ არის სკოლა ძლიერი და წარმატებული.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ერთ-ერთი რჩევა/დარიგება, რაც მიმიღია და შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ჩემ  გონებაში არის, ესაა „არასოდეს შეგეშინდეს ცხოვრების თავიდან დაწყება“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- პირველ რიგში ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას და ვურჩევ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირდნენ გამოცდების პერიოდში. იყვნენ მხნედ და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ მათ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- თითოეულ მათგანს მიეცეს შესაძლებლობა გამოავლინონ თავი იმ საქმეში, რაშიც უფრო მეტად ძლიერები არიან და ჩვენ ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმალურად გვედით დავუდგეთ.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ვთვლი, რომ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურება. როდესაც ემსახურები რამოდენიმე სხვადასხვა თაობის აღზრდას და გრძნობ მადლიერებას, ამაზე უფრო დიდი მიღწევა რა უნდა იყოს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- დამეთანხმებით, რომ ზაფხული არის ის პერიოდი, როდესაც მოსწავლეებს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ და შესაბამისად აქვთ შესაძლებლობა უფრო მეტი წიგნი წაიკითხონ. უფრსკლასელებს ვურჩევდი, რომ წაიკითხონ:

ა) არჩილ ქიქოძის „ სამხრეთული სპილო“;

ბ) ორჰან ფამუქის „ ჩემი უცნაური ფიქრები“ და პომეროსის „ილიადა და ოდისეა“;

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ის მიზნები, რაც მაქვს დასახული, მის ასრულებას... და ეს მიზნები არ არის მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ეს ეხება მოსწავლეებს და მთლიანად სკოლას. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შრომა დამჭირდება, მაგრამ აუცილებლად მივაღწევ დასახულ მიზნამდე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება