| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N132 საჯარო სკოლაში ბავშვების ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, პედაგოგები ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან, მოსწავლეებს საკუთარ უფლებებს ასწავლიან და მოვალეობებს შეახსენებენ.
შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
მოსწავლეებმა ჩვეული მონდომებითა და ხალისით იზეიმეს დღესასწაული. აქტივობებში ყველა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა გამართეს ნახატების გამოფენა, საკლასო აქტივობები, ვიქტორინები, ფლეშმობები. დაიდგა ცეკვები, შესრულდა სიმღერები და მუსიკალური ნომრები.
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ყველა ბავშვს კიდევ ერთხელ ულოცავს დღესასწაულს და უსურვებს მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა