| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ნინო რიჟამაძე) წარმატებით დაასრულეს სასკოლო ცხოვრების პირველი წელი. სასწავლო წლის დასრულება პატარებმა ღონისძიებით აღნიშნეს, სადაც წარმოადგინეს მხატვრული ნომრები, ლექსები და სიმღერები.
განწყობას მშობელთა ჩართულობით ლამაზად გაფორმებული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა შეაჯერეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელს სიამაყის საფუძველი მისცეს.
სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მოსწავლეებისთვის ზღაპრული საგანმანათლებლო მოგზაურობა აღმოჩნდა.
„უსწრაფესად გაფრენილმა ერთმა წელმა პედაგოგი და პატარა მერცხლები ძალიან დაახლოვა და დაამეგობრა. სასწავლო პროცესში იყო ახალ-ახალი აღმოჩენები, რომელსაც ახლდა სირთულეებიც, მაგრამ ერთმანეთის სიყვარულმა და გვერდით დგომამ ეს ყველაფერი დააძლევინათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და სკოლის სახელით პირველკლასელებს ხალისიან და შთაბეჭდილებებით სავსე არდადეგებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა