სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის წარმატებით შესწავლა იზეიმეს 
30-05-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

სკოლაში სასკოლო ცხოვრების ფურცელი ლამაზი ღონისძიებით გადაიშალა, როდესაც პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ოთხმა პირველკლასელმა საკლასო ოთახიდან ქართული ანბანი საზეიმოდ „გააცილა“ და ნაბიჯები სასიტყვეთში გადადგა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, საზეიმო განწყობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კიდევ უფრო აამაღლეს - მათი წკრიალა ხმები სკოლის მთელ სივრცეს ალამაზებდა.

I კლასის დამრიგებელმა - ნანა ხიზანეიშვილმა თავის მოსწავლეებს სიგელები, კლასის საპროგრამო მასალის წარმატებით ათვისებისათვის, გადასცა. გარდა ამისა, სკოლის დირექტორმა - თენგიზ ოსეფაიშვილმა პატარებს მომდევნო კლასში გადასვლა მიულოცა და სასკოლო ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას მშობლები და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება