| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აზა ადამიას სახელობის ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში აქტივობა - „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“ გაიმართა, რომელიც ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და მის პოეზიას მიეძღვნა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის პედაგოგის - ნანა კვესელავას ხელმძღვანელობით, გასვლითი აქტივობა ჩაატარეს. ისინი წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. შემდეგ კი, სასკოლო საზოგადოების წინაშე პრეზენტაცია მოაწყვეს და ტერენტი გრანელის ლექსები წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ თეატრალიზებული ელემენტებით ორი უდიდესი პოეტის - გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელის - „დემონისა“ და „ანგელოზი“ შეხვედრა მოაწყვეს. ის გენიალური Memento Mori-ით დასრულდა.
„მსმენელი აღაფრთოვანა მოსწავლეთა ლექსის კითხვის ტექნიკამ, სვეგამწარებული პოეტის განცდილი გრძნობების გამოხატვის უნარმა.. ამ სასწავლო-შემოქმედებითმა ღონისძიებამ კიდევ ახალი აქტივობების განხორციელების სურვილი აღუძრა დამსწრე საზოგადოებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა