| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას, ამ მიზნით აქტიურ საქმიანობას ეწევა ეკოკლუბი.
ამჯერად, ეკოკლუბის - „ექვილიბრიუმი“, წევრებმა კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, ფარგლებში მოაწყვეს გასვლითი აქტივობა - „სტუმრად დაცულ ტერიტორიაზე“.
მოსწავლებმა დალაშქრეს მტირალას ეროვნული პარკი. საველე გასვლისას მათ თან ახლდათ მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი ნერიმან აშლარბა. მათ მოისმინეს დაცული ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, ასევე დასვეს საინტერესო კითხვები და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოინახულეს ტყეში არსებული მცენარეები, ჩანჩქერი, ტბა. გადაიღეს ფოტოები და იქვე ბუნებაში დახატეს პეიზაჟები.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკოკლუბის კურატორი ხათუნა უსტიაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა