| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის, სკოლაში გატარებული პირველი სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ მიულოცეს საზაფხულო არდადეგების დაწყება.
გამოსაშვებ ღონისძიებაში - „ანბანის გაცილება“, დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს ლექსები, უმღერეს ქართულ ანბანს, იცეკვეს და ყველაზე საინტერესო დადგმა - თოჯინების თეატრის წარმოდგენა მოაწყეს.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება სახალისო და საინტერესო იყო.
სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს ქართული ანბანის შესწავლა და სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მომავალ სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა