სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული გაიხსნა
23-05-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში პატრიოტი, ღირსეული მოქალაქეების აღზრდაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა და მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება. ამჯერად, იქ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების კვირეული გაიხსნა.

ის საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი კონფერენციით დაიწყო, რომელშიც მერვე კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს. 

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი — პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე — აღინიშნება“, - სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს სკოლაში. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და მადლობას უხდიან ისტორიის მასწავლებელს საინტერესო ღონისძიებისთვის. 

„დიდი მადლობა ისტორიის მასწავლებელს ქალბატონ მაიკო დუმბაძეს და თქვენ, ჩემო გულიიანო და ნიჭიერო ახალგაზრდებო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება