სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ ქვეყნის სასახელოდ გაგეკვალოთ გზა“- დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა მე-12 კლასელებს და საზეიმო „ბოლო ზარი“ 
23-05-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილეს. 

მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ. 

მათ სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე უდიდეს წარმატებას უსურვებს.

„2023-2024 სასწავლო წლის მეთორმეტე კლასს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას. ყოველი წლის მაისი, როცა ახალი თაობა ასრულებს სკოლაში სწავლის 12-წლიან ციკლს, განსაკუთრებით ემოციურია პედაგოგებისთვის, მე-12 კლასის მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. თქვენ სხვაგვარად გიფრთხიალებთ გულები, ჩვენო კუსდამთავრებულებო, იმაზე ფიქრით, რომ ემშვიდობებით საყვარელ სკოლას და გადიხართ ცხოვრების ახალ ასპარეზზე, რომელიც საოცრად საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსეა. ამიერიდან, დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანები ხართ. გილოცავთ ამ ბედნიერ და ამაღელვებელ გზაგასაყარზე დგომას, მინდა გისურვოთ საზოგადოების სრულფასოვანი, ღირსეული მოქალაქეები იყოთ, რაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია. თქვენ ხომ ახალი, თავისუფალი, კრეატიულობით, გონიერებით გამორჩეული თაობის წარმომადგენლები ხართ! გისურვებთ ქვეყნის სასახელოდ გაგეკვალოთ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება