| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის მაგალითია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრასთან არსებული ინტელექტუალური კლუბის - „რა? სად? როდის?“ ბოლო თამაში ჩატარდა, სადაც გამოვლინდა ღირსეული გამარჯვებული მე-10„გ“ კლასის გუნდი „ჩირაღდანი“.
მოსწავლეებმა ცოდნა და სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. მათი ხელმძღვანელები ლია ჯანაშია და ანი სუხიტაშვილი იყვნენ.
სკოლაში ასეთი აქტიურობისთვის ყველა მონაწილეს მადლობას უხდიან.
„ყველა მონაწილეს გიხდით მადლობას, თითოეული თქვენთაგანი გამარჯვებულია, რადგანაც ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ინფორმაცია დაამუშავეთ და ეს ყველაფერი თქვენთან რჩება, რომელიც წინსვლაში და წარმატებაში გამოგადგებათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სხარტი აზროვნების გაუმჯობესებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა