სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ეთნოგრაფიული საღამო გაიმართა
23-05-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება ტარდება.

ახლახან, სკოლაში ეთნოგრაფიული საღამო გაიმართა სახელწოდებით - „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“, რომელშიც მონაწილეობდა მე-5ა, მე-5ბ, მე-6ა, მე-6ბ, მე-6გ კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები: ქ.ჯიქია, თ.უთბერიძე, თ.ჭოლაძე, ნ.ჯოხაძე, მ.წულაია).

ღონისძიებას უძღვებოდნენ მე-8ა კლასის მოსწავლეები: რევაზ დადუნაშვილი და ანასტასია ბენდელიანი.

„სიზმრად ქცეული აფხაზეთის, ლაზეთ-სამეგრელოს, ნიკორწმინდად აღვლენილი რაჭა- ლეჩხუმის, ლიხს- აქეთური დედის-ჩვენის იმერეთის, შესახებ პრეზენტაციებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გოგო-ბიჭები, სცენიდან გადმოიღვარა მეგრული „ნანა“, რაჭული „ორო დილა“, იმერელი ბიჭების ცეცხლოვანი კომპოზიცია დოლებზე შესრულებით, ასევე აფხაზური ცეკვა და ფანდურზე შესრულებული სიმღერა „აფხაზეთის მიწაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. ღონისძიებაზე ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები: ფ.გიორხელიძე, თ.თუთბერიძე, ი.ჯანგავაძე, თ.ბობოხიძე მადლობას უხდიან კლასის ხელმძღვანელებს და მშობლებს თანადგომისათვის.

„სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი სკოლის კედლებში: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოგვატარონ „ჩვენი საქართველო“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება