სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორისის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
23-05-2024
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სკოლაში ახლახან, სპორტულ-გასართობი თამაში - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

ემოციებით აღსავსე, დაუვიწყარი დღე, ქართული და უცხოური მუსიკის თანხლებით წარიმართა. 

თამაში წარმოადგენდა სპორტისა და მუსიკის ინტეგრირებულ ღონისძიებას დაწყებით კლასებში. ძირითად კონტექსტ- მაგალითს კი წარმოადგენდა: მოძრავი თამაშები (სიარულის, გარბენის, ხტომის, კოტრიალის, ტყორცნის, გორების).

მოსწავლეებისათვის დაცული იყო უსაფრთხოების ზომები და საჭიროებები.

მოსწავლეები ღონისძიებაში ენთუზიაზმით ჩაერთნენ და ბევრი იხალისეს. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და დირექციის მხარდაჭერა ახარებთ. 

„მადლობა მოთამაშე გუნდების თითოეულ წევრს ასეთი აქტიურობისათვის, დირექციას, კოლეგებს, სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრებს, მშობლებს, ობიექტურ ჟიურის... ღმერთმა არ მოგვიშალოს ასეთი აქტიურობა და ურთიერთთანადგომა, ღმერთმა გვიმრავლოს საინტერესო ღონისძიებები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება