| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებითა და ინიციატივებით, პედაგოგები მოსწავლეებს ორიგინალურ სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათ დიდი ინტერესსაც იწვევენ.
ამის ნათელი მაგალითია მე-7 კლასში, ლიტერატურული პრესონაჟებისთვის გამართული იმიტირებული სასამართლო პროცესი.
მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - სალომე ნოზაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში წარადგინეს საგანმანათლებლო პროექტი.
აღსანიშნავია, რომ სცენარის ავტორი და დამდგმელიც პედაგოგი სალომე ნოზაძე გახლავთ.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების HELLADOS-ის პერსონაჟები, მოაწყვეს სასამართლო სხდომა, სადაც გაასამართლეს იანგულის მამა, შვილის თავისუფალი ნების უგულებელყოფისათვის.
ასევე, სასამართლოს დასასრულს, სპონტანურად, სიტყვა გადაეცა დამსწრე საზოგადოებას, რამაც კიდევ უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახადა სასამართლო პროცესი.
გიმნაზიაში აღნიშნავენ, რომ ასეთი აქტივობები, შესწავლილი მასალის უფრო ღრმად ანალიზის შესაძლებლობას უწყობს ხელს, რასაც გიმნაზია სისტემატიურად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. კლასის დამრიგებელი კი, მზიური კოჩალიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა