| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

20 მაისს, ბათუმის N10 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სკოლიდან 2024 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
ტრადიციისამებრ, ახალგაზრდები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადნენ და ერთმანეთს მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და სკოლის დამთავრება მიულოცეს. მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და ბავშვობას სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.
მე-12 კლასელებმა დამრიგებელს, დირექციასა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგებმა კი მათ გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს.
„ჩვენი წარჩინებული და საამაყო კურსდამთავრებულები. დამილოცნიხართ ჩვენო საამაყო მოსწავლეებო. თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყოს წარმატებული“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა