სიახლეები
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის VII კლასის 17 მოსწავლე საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდა
22-05-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვება. 

ახლახან, წარმატებით დასრულდა პროექტი -All is well - „ყველაფერი კარგადაა“, რომელიც eTwinning-ის 2024 წლის თემას - „კეთილდღეობა სკოლაში“ ეხება.

ამ თემასთან დაკავშირებით, მუშაობა ქართველმა და უცხოელმა მასწავლებლებმა დაიწყეს. პროექტში მონაწილეობდა საქართველოდან 2, თურქეთიდან 10, ჩრდილოეთ მაკედონიიდან 3 და იტალიიდან 1 სკოლა. პროექტის დამფუძნებელი გახლავთ თურქი მასწავლებელი - ტუბა გორენი, ხოლო თანადამფუძნებელი - ნინო კალანდია.

პირველ ონლაინ შეხვედრაზე პარტნიორი ქვეყნების მასწავლებლებმა პროექტის აქტუალობაზე, მიზნებზე ისაუბრეს, დაგეგმეს აქტოვობები, განსაზღვრეს ვადები და სოციალურ მედიაში გვერდები შექმნეს.

პროექტის სამუშაო პროცესი შედგებოდა 5 ძირითადი აქტივობისაგან. მასში წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის VII კლასის 17 მოსწავლე მონაწილდობდა. 

აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სკოლაში გვაწვდიან:

„სკოლაში კეთილდღეობა უკავშირდება ჩართულობას, პოზიტიურ ურთიერთობებს და უკეთეს მომზადებას სკოლის მიღმა ცხოვრებისთვის. ქალბატონ ტუბასთან უკვე მეორედ ვთანამშრომლობთ. მისი ინიცირებული პროექტები გამოირჩევა მარავალფეროვანი აქტივობებით. ეს აქტივობები არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ მიზნად ისახავს სწავლის, კრეატიულობისა და პიროვნული ზრდის ხელშეწყობას, რაც პროექტებსაც დინამიურს და ეფექტურს ხდის.
პროექტის მიზანი იყო ინგლისური ენის ოთხივე უნარის და კომპიუტერული უნარების განვითარება; კეთილდღეობის რაობის გაგება/გააზრება და მრავალფეროვან აქტივობებში მოსწავლეთა ჩართვა.
თვინსფეისზე მათი დარეგისტრირების შემდეგ, მოსწავლეები გაეცნენ პროექტის მიზნებს,სამუშაო გეგმას, დასამუშავებელ თემებს. მშობლებს გაეგზავნათ თანხმობის წერილები, გაეცნენ მოსწავლეთა ნამუშევრების ინტერნეტში გამოქვეყნების წესებს, რის საფუძველზეც მასწავლებელს ეძლევა უფლება მოსწავლეთა სურათები, ნამუშევრები ატვირთოს სოციალურ სივრცეში და ითვინინგის პორტალზე;
მოსწავლეებმა შექმნეს პროექტის ლოგო და პლაკატი canva-ს დახმარებით. საკუთარი თავის წარდგენის მიზნით გამოიყენეს ვებ2 ინტრუმენტები Voila AI Artist და D-ID Studio; გაეცნენ ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს, უყურეს ვიდეოკლიპს მონაცემთა დაცვის აუცილებლობაზე და wordar-ის საშუალებით შექმნეს თემატური „სიტყვების ღრუბელი’’.
პირველი აქტივობა - „კეთილდღეობის რაობა“ -ამ ნაწილში მოსწავლეებმა იმუშავეს ოთხ განსხვავებულ აქტივობაზე, რათა გაეგოთ ტერმინი „კეთილდღეობა“. მოამზადეს პრეზენტაცია ვებ-3 ინსტრუმენტის, კერძოდ Gamma.app-ის (ხელოვნური ინტელექტის) მეშვეობით,თემაზე „კეთილდღეობა“. ასევე შექმნეს სიტყვების ღრუბელი wordart-ის დახმარებით, ინფოგრაფიკა და „მადლიერების თამაში“ Canva-ში. ბმული
მეორე აქტივობა -„ბედნიერების გამოწვევის ბარათები“. დავალების თანახმად გუნდებმა იმუშავეს შერეულ ჯგუფებში Canva-ში. მათ ევალებოდათ 3 ან 4 წინადადების შექმნა ბედნიერებასთან დაკავშირებით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ბარათების დასურათება. ბარათების შექმნა მიზნად ისახავს პოზიტიური ჩვევებისა და ქცევების წახალისებას. მონაწილეებმა განავითარეს გუნდური მუშაობის უნარი. ბმული
მესამე აქტივობა - „მოთხრობები სტრესის/ბრაზის მართვის შესახებ“. დავალების თანახმად მონაწილეებმა,ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დაწერეს მოთხრობები სტრესის მართვის შესახებ, დაასურათეს, ტექსტის გარშემო შეადგინეს კითხვები და კროსვორდი worksheets აპის საშუალებით. ბმული
მეოთხე აქტივობა - „გამბედაობა - შიშები/ფობიები“- ამ აქტივობაში თითოეულმა გუნდმა შეარჩია კონკრეტული ფობია, მოიძიეს ინფორმაცია ფობიის შესახებ (განმარტება, მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა). მოპოვებული ინფორმაციების საშუალებით, შეავსეს შესაბამის სლაიდი, მოწოდებულ canva -ს პრეზენტაციის შაბლონში. გარდა ამისა, გუნდებმა გამოიყენეს AI ინსტრუმენტები canva-ში საილუსტრაციო სურათების შესაქმნელად, რომლებიც ვიზუალურად წარმოადგენდნენ არჩეულ ფობიას. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა სხვადასხვა ფობიებზე ინფორმაციების მოძიებას. ბმული
მეხუთე აქტივობა - სავარჯიშოების კრებული/თამაშები კეთილდღეობისთვის
შეიქმნა კრებული, რომელიც ორიენტირებულია კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე სხვადასხვა აქტივობებით და აიტვირთა Padlet-ში. აქტივობები მოიცავდა: იდიომებს გრძნობებზე- ემოციური ლექსიკის გასამდიდრებლად.მანდალაები: მანდალები შექმნეს Mandala Creator-ის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს გონების ვარჯიშს.ლოგიკური თამაშები: ლოგიკური თავსატეხების ამოხსნა Logic Puzzle Baron-ის გამოყენებით, პრობლემის გადაჭრის უნარების გასაუმჯობესებლად.გამოცანები: კრიტიკული აზროვნების გასაუმჯობესებლად.ენის გასატეხი: მეტყველების გასაუმჯობესებლად. ენის გასატეხები ESL ს.სუდოკუ: სუდოკუს თავსატეხების შექმნა და ამოხსნა კონცენტრაციისა და ლოგიკური მსჯელობის გასაუმჯობესებლად.შიდა და გარე თამაშები: ფიზიკურ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართვა, ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად. ბმული
დავალებების შესრულების შემდეგ, მონაწილეებს ქონდათ შემაჯამებელი ვებინარი.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდა მონაწილე სკოლების დაახლოებით 80-მდე მოსწავლე. ვებინარს უძღვებოდა ქალბატონი ვასილიე ზივჩი (თურქეთი), რომელმაც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შეთავაზა;ვებ-ინსტრუმენტ blooket-ით შექმნილი, ძალზედ საინტერესო და სახალისო „ვიქტორინა“ .მონაწილეებმა პროექტი ვებინსტრუმენტ menti-ის გამოყენებით შეაფასეს.
და ბოლოს, მადლობა თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით, კლასის დამრიგებელს - ქეთო ღვინჯილიას, რომელიც გვერდში გვედგა და აქტიურად თანამშრომლობდა პროექტის ფარგლებში.
პროექტში, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით, მონაწილეობა ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებს.


კომენტარები


ეტალონი

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

სიახლეები

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება

„სკოლა უფლებამოსილია...“ - დირექტორებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ

გართულდა თუ არა ეროვნულები - NAEC-ის დირექტორი აქტუალურ კითხვას პასუხობს

ინფორმაცია, რომელიც ბაღებმა ჩარჩოს დოკუმენტში ასახონ - დოკუმენტი

პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები

„ნატო მასწავლებელს კვლავ მრავალი თაობის აღზრდას ვუსურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში


სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი, სამახსოვრო ფურცელი ჩაიწერა

მოსწავლეებმა ამჯერადაც მიაღწიეს წარმატებას ერთ-ერთ კონკურსში და დიპლომები დაიმსახურეს

საინტერესო
ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დამხმარე როლს შეასრულებს თუ პედაგოგების ადგილს დაიკავებს - ესაა საკითხი, რომლის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

მათ შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ და მსოფლიოში უძველეს 8 სკოლაზე გიამბობთ

სიახლეები
საზოგადოება