სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეფრემოვკის საჯარო სკოლაში თამარ მეფის ხსენების დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
22-05-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, თამარ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საინტერესო გაკვეთილი.

გაკვეთილი თემაზე - „თამარ მეფე“ სკოლის მე-9 კლასში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - ლ.ცარუკიანმა ჩაატარა.

„გაკვეთილის მთავარი მიზანი მოსწავლეებში წარსულით სიამაყის გრძნობის ჩამოყალიბება და სამშობლოს სიყვარულის გაძლიერება გახლდათ“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა მოიძიეს სხვადასხვა ინფორმაცია და უყურეს თამარ მეფის შესახებ ვიდეორგოლს, შეისწავლეს მისი მოღვაწეობის პერიოდი, ისაუბრეს მისი მმართველობის წლებზე, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მისი მეფობის წლებში. 

გაკვეთილზე განმარტეს, რატომ ეწოდა მისი მეფობის პერიოდს ოქროს ხანა. მასზე ლეგენდები და ისტორიები გაიხსენეს. მათ, ასევე კლასისთვის გააკეთეს კედლის პოსტარი.

გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო. 

14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება