სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა „მოგზაურობა თამარის ეპოქაში“
22-05-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოება თამარ მეფის ხსებების დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობს. ბუნებრივია, რომ არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. ისტორიის მასწავლებლის - მზია ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, პედაგოგ ნათია დანგაძის სადამრიგებლო მეშვიდე კლასისთვის გასვლითი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლებმა ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. ისინი გიდს გულისყურით უსმენდნენ და ეცნობოდნენ თითოეულ ექსპონანტს. შემდეგ კი, გეგუთის თამარისდროინდელ ციხე-ნანგრევებს ესტუმრნენ, სადაც ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „მოგზაურობა თამარის ეპოქაში“. აღსანიშნავია, რომ თითოეუული მოსწავლის გამოსვლა შთამბეჭდავი და მრავლისმთქმელი იყო.

დასასრულს, მოსწავლეებმა დიდი სიყვარულუთ წაიკითხეს თამარ მეფისადმი მიძღვნილი ლექსები. ღონისძიება შეაჯამა პედაგოგმა მზია ჟორჟოლიანმა, მან დადებითად შეაფასა თითოეული მოსწავლის გამოსვლა და თავადაც საინტერესოდ „ამოგზაურა“ ისინი თამარის ოქროს ხანაში. 

„მადლობა მუზეუმის გიდს - გულნაზ შენგელიას, საინტერესო საუბრისთვის. მისასალმებელია, რომ მოსწავლეები ასეთი ინტერესით სწავლობენ და იზრდებინ დიდ წინაპართა ნაკვალევზე. დავესწარით ულამაზეს ღონისძიებას სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და კულტურის სახლის მონაწილეობით. ვტოვებდით თამარის ეზოს და გულში ლოცვასავით ვიმეორებდით ვაჟას ღვთიურ სტრიქონებს - „მოწყალედ გვექმენ ქართველთა, ჩვენო ლამაზო დედაო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება